2008 წლის მოვლენებში აზერბაიჯანის როლი არ არის საკმარისად დაფასებული, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანმა საქართველოს აუწყო საწვავის მომარაგების ინფრასტრუქტურა და ფინანსების მიღების გზები, რაც ქვეყნის გადასარჩენად გადამწყვეტი იყო.
"2008 წლის მოვლენებში აზერბაიჯანის როლი არ არის საკმარისად დაფასებული. ჩვენმა მოძმე მეზობელმა სახელმწიფომ აგვიწყო საწვავის მომარაგების ინფრასტრუქტურა და ფინანსების მიღების გზები, რაც გადამწყვეტი იყო ქვეყნის გადასარჩენად.
სამხედრო სფეროში აზერბაიჯანის მაშინდელ მხარდაჭერაზე ალბათ თვითონ აზერბაიჯანმა უნდა ისაუბროს, მაგრამ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი.
მინდა პირადად დიდი მადლობა ვუთხრა ილჰამ ალიევს და აზერბაიჯანელ ხალხს", - წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქზე".
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press