უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ამბოხი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეთანხმებით მოხდა.
დანილოვის თქმით, აღნიშნული სპეცოპერაცია დაიგეგმა იმ სამხედრო მაღალი თანამდებობის პირების გამოსავლენად, რომლებიც პუტინის მიმართ "კარგად არ იყვნენ განწყობილი".
„დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო პუტინთან შეთანხმებული სპეცოპერაცია იმ გენერლების გამოსავლენად, რომლებიც არ იყვნენ კარგად განწყობილნი პუტინისა და მისი გარემოცვის მიმართ. გენერლები თანამდებობიდან დაითხოვეს, ზოგიერთი მათგანი გისოსებს მიღმაა”,- ამბობს დანილოვი.
ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციაში შიდაპოლიტიკური ვითარება გაუარესდება.
"უთანხმოება მომავალში გამწვავდება. ჩვენ გვჯერა, რომ ეს მოხდება ამ წლის შემოდგომაზე ან ზამთარში, რადგან ადამიანების რიცხვი, ვისაც ესმის, სად მიიყვანა ისინი პუტინმა, იზრდება",- აცხადებს დანილოვი.
შეგახსენებთ, 23 ივნისს რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა.
24 ივნისს, პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა და განაცხადა, რომ როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი „ვაგნერის" კონტროლის ქვეშ იყო, თავად კი, დაჯგუფებასთან ერთად მოსკოვისკენ მიემართებოდა.
შექმნილ ვითარებაზე საგანგებო განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და თქვა, რომ "პრიგოჟინის ქმედებები ღალატის ტოლფასია და მოსკოვს ამაზე მკაცრი რეაგირება ექნება".
მოგვიანებით, ევგენი პრიგოჟინმა კიდევ ერთი აუდიომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი" უკან იხევდა და საველე დისლოკაციის ადგილზე ბრუნდებოდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press