ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას, უფრო და უფრო მიღწევადს და კარგად გააზრებულს ვხდით მას,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ყირიმის გათავისუფლების შემდეგ, დაბრუნდება ეკონომიკური შესძლებლობები, რომელიც 2014 წლიდან აღარ არსებობს.
"აშკარაა, რომ ყირიმის ოკუპაციისგან განთავისუფლების შემდეგ, იქ დაბრუნდება ეკონომიკური შესაძლებლობები, ადამიანების პირადი უსაფრთხოება და რეალური თავისუფლების განცდა, რომელიც არ არსებობს 2014 წლიდან. მაგრამ ეს ყველაფერი არ უნდა იყოს მხოლოდ აბსტრაქტული - ყირიმის დეოკუპაციის ყველა დეტალს კონკრეტული მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს. ზუსტად როგორ ბრუნდება ნორმალური ცხოვრება. რას ნიშნავს ეს ყირიმისთვის და მთელი ჩვენი ხალხისთვის. ეს ყველასთვის გასაგები უნდა იყოს. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას უფრო და უფრო მიღწევადს და კარგად გააზრებულს ვხდით მას",- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press