საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის თავიდან აცილებასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს ეხმაურება.
როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, აგვისტოს ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა იმ შემთხვევაში, თუ საქართველო დარჩებოდა "ჩამორჩენილ, გაუბედურებულ, კრიმინალურ, კორუმპირებულ ქვეყნად, რომლის ბედი მსოფლიოში არავის დააინტერესებდა და რომელსაც რუსეთი ნებისმიერ დროს დამართებდა ყველაფერს, რასაც მოისურვებდა".
"ჩემი პასუხი ივანიშვილის მოლაპარაკე თავებს! შეიძლებოდა თუ არა 2008 წლის ომის თავიდან აცილება? დიახ, შეიძლებოდა.
რა უნდა გაგვეკეთებინა ამისთვის:
1. აჭარაში ასლანი დაგვეტოვებინა და ხელი აგვეღო ბათუმის განვითარებაზე;
2. ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებად მათი აგენტები უნდა დაგვენიშნა, როგორც ამას პირდაპირ მთხოვდა პუტინი;
3.არ უნდა შევბრძოლებოდით კორუფციას, რადგან ძირითადად მათ ეყრდნობოდა რუსული გავლენა საქართველოში;
4.არ უნდა გაგვეტარებინა არც ერთი რეფორმა, ვინაიდან რეფორმებს რუსეთი განიხილავს საშიშ პრეცედენტებად;
5.არ უნდა გვევლო ევროკავშირისა და ნატოსკენ;
6.არ უნდა გვეთქვა უარი ენერგეტიკაში რუსულ სქემებზე და შესაბამისად, სიბნელეში დაგვეტოვებინა საქართველო;
7.არ უნდა შეგვექმნა ქართული არმია და სამხედრო წარმოება.
ერთი სიტყვით, დავრჩენილიყავით ჩამორჩენილ, გაუბედურებულ, კრიმინალურ, კორუმპირებულ ქვეყნად, რომლის ბედი მსოფლიოში არავის დააინტერესებდა და რომელსაც რუსეთი ნებისმიერ დროს დამართებდა ყველაფერს, რასაც მოისურვებდა",- წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.
ცნობისთვის, გუშინ, 8 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნული ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.
მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ მაშინდელმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, რუსეთის ჯარი, რომელმაც საქართველოს ტერიტორია 2007 წელს დატოვა, ის უკან შემოაბრუნა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press