Foto

მოსკოვის ოლქში, ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკურ ქარხანაში აფეთქება მოხდა - არიან დაშავებულები

მოსკოვის ოლქში, ქალაქ სერგიევ პოსადში, ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკურ ქარხანაში აფეთქება მოხდა, მომხდარის შედეგად დაშავებულია 38 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, აფეთქება პიროტექნიკის შემნახველ საწყობში მოხდა, საგანგებო სამსახურებში აცხადებენ, რომ აფეთქების მიზეზი ტექნოლოგიური პროცესის დროს დარღვევა გახდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარება და მიმდინარეობს პერიმეტრზე ნანგრევების გაწმენდა.

ცნობისთვის, ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკური ქარხანა რუსეთის ძალოვანი სტრუქტურებისთვის ოპტიკური და ოპტიკურ-ელექტრონული მოწყობილობების წამყვანი მწარმოებელია.