მოსკოვის ოლქში, ქალაქ სერგიევ პოსადში, ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკურ ქარხანაში აფეთქება მოხდა, მომხდარის შედეგად დაშავებულია 38 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია "რია ნოვოსტი" ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, აფეთქება პიროტექნიკის შემნახველ საწყობში მოხდა, საგანგებო სამსახურებში აცხადებენ, რომ აფეთქების მიზეზი ტექნოლოგიური პროცესის დროს დარღვევა გახდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარება და მიმდინარეობს პერიმეტრზე ნანგრევების გაწმენდა.
ცნობისთვის, ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკური ქარხანა რუსეთის ძალოვანი სტრუქტურებისთვის ოპტიკური და ოპტიკურ-ელექტრონული მოწყობილობების წამყვანი მწარმოებელია.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press