„მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა დასავლეთზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში დიპლომატების ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის ხელახლა ამოქმედება შესაძლებელია, თუ დასავლეთი აღებულ ვალდებულებებს შეასრულებს.
ერდოღანმა გააკრიტიკა დასავლეთი იმის გამო, რომ "მან ვერ შეძლო „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის" მიერ შექმნილი პოზიტიური ატმოსფეროს გადაქცევა ცეცხლის შეწყვეტად და შემდგომში კი, გრძელვადიან ზავად".
ცნობისთვის, რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ 17 ივლისს შეაჩერა. აღსანიშნავია, რომ "მარცვლეულის შეთანხმება" გასულ წელს თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმდა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press