წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ მდინარე ტებენაზე მეწყერი ჩამოწვა, მთლიანად შეწყდა მდინარის გადინება, რამაც გამოიწვია წყლის ბუნებრივი დაგუბება.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულიდან გამომდინარე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოხდა შესაბამისი უწყებებისა და მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის ადმინისტრაციის დაუწყება,რათა მოხდეს დროული რეაგირება.
"წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ყველა ზომებს ღებულობს საფრთხის თავიდან ასაცილებლად. საკითხის შესასწავლად და დროული რეაგირებისათვის 8 აგვისტოს ადგილზე იმყოფებოდა მერის წარმომადგენელი რომელმაც დეტალურად შეისწავლა არსებული მდგომარეობა და დააუწყა თვითმმართველობა,რათა კოორდინირებულად მოხდეს საქმის შესწავლა და პრევენციული ზომების გატარება", - ნათქვამია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press