Foto

სობიანინის განცხადებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ 2 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო

მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი აცხადებს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდო 2 უპილოტო საფრენი აპარატი, რომლებიც დედაქალაქისკენ მიფრინავდა. 

მერმა აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"დაახლოებით, 04:00 საათზე, საზენიტო თავდაცვამ ჩამოაგდო 2 უპილოტო საფრენი აპარატი, რომლებიც დედაქალაქისკენ მიფრინავდა. ერთი დრონი კალუგის ოლქში, ხოლო მეორე ოდინცოვოს რაიონის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს",- დაწერა სობიანინმა Telegram-ზე.

ცნობისთვის, მოსკოვის მერმა დედაქალაქის მახლობლად ორი საბრძოლო დრონის ჩამოგდების შესახებ ინფორმაცია გუშინ, 9 აგვისტოსაც გაავრცელა. როგორც სერგეი სობიანინმა სოციალურ ქსელში დაწერა, საჰაერო თავდაცვის მიერ ერთი დრონის ჩამოგდება დომოდედოვოს მახლობლად, ხოლო მეორის მინსკის გზატკეცილთან მოხდა.