Foto

რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს - დაიღუპა 2 ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა გუშინ საღამოს ზაპოროჟიეში საცხოვრებელი კვარტალი დაბომბეს. 

უკრაინული მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 7 დაშავდა.

მედიის ცნობით, თავდაპირველად 3 დაღუპულის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია, თუმცა მოგვიანებით, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ დააზუსტა, რომ დაღუპულია 2 ადამიანი, ერთ-ერთ დაშავებულს კი, სასწრაფო დახმარების ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს რეანიმაციული დახმარება და ის ცოცხალია.

იერიშის შედეგად შევჩენკოვის რაიონში ეკლესია და მაღაზიები დაზიანდა.