ის, რომ რაღაც დავაკელით - არაფერი არ დაგვიკლია. რატომ არ მოვითხოვეთ დახმარება? - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ის რესურსი - ადამიანური ცოცხალი ძალის, სპეციალური აღჭურვილობის, სპეციალური ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების, სპეციალური სატრანსპორტო ტექნიკის, აბსოლუტურად იმაზე მეტი ძალებია მობილიზებული, ვიდრე შეიძლება იყოს გონივრული,- ამის შესახებ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა შოვის სტიქიასთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მღებრიშვილის თქმით, "გარისკვის საჭიროება არ არსებობდა".
"ღამე მანდ რაც არ უნდა აღჭურვილი ყოფილიყო ვერტმფრენი, პირველ რიგში, არ იყო აღარაფერი აუცილებლობა მაგის და რომც ყოფილიყო აუცილებლობა, იყო მაღალი რისკი, თუმცაღა საჭიროების შემთხვევაში, მაინც ალბათ, გავრისკავდით და ვიმოქმედებით. და რატომ არ გავრისკეთ და რატომ არ იყო საჭირო? გვქონდა მობილიზებული შესაბამისი სითბური დრონები, რომელიც ძალიან მარტივად აფიქსირებდა არეალს, რომელიც იყო დატბორილი. არ არსებობდა გარისკვის თუნაც მცირე შანსი და ჩვენ არ გამოგვეყენებინა",- განაცხადა მღებრიშვილმა.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, შოვში სტიქიურ უბედურებას 21 ადამიანი ემსხვერპლა.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press