ჰავაის არქიპელაგის კუნძულ მაუიზე ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას NBC News ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ვრცელდება ცნობები სტიქიის შედეგად დაშავებულთა შესახებ, თუმცა ოფიციალური პირები მათ რაოდენობას არ ასახელებენ.
ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მაშველებმა ცხედრები ცეცხლის ქრობისას აღმოაჩინეს.
ამ დროისთვის კუნძულ მაუიდან 11 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
სახანძრო ეკიპაჟები ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press