ვფიქრობ, რომ ეს არის უფრო პოლიტიკური ისტერიის შექმნის მცდელობა, რაც არ ეკადრება ამ მდგომარეობას,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილის მიერ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას.
როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, შეკითხვებზე პასუხების მისაღებად, პარლამენტის წევრებს შეუძლიათ სადეპუტატო შეკითხვით ან ინტერპელაციის წესით ისარგებლონ.
"ეს არის მორიგი პოლიტიკური ისტერიის შექმნის მცდელობა ამ საგამოძიებო კომისიებით. პარლამენტის წევრებს აქვთ სხვადასხვა ინსტრუმენტები, იქნება ეს სადეპუტატო შეკითხვა თუ თუნდაც ინტერპელაცია. შეუძლიათ, ინტერპელაციით დაიბარონ მინისტრი და ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები დასვან და მოისმინონ პასუხები. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ეს არის უფრო პოლიტიკური ისტერიის შექმნის მცდლობა, რაც არ ეკადრება ამ მდგომარეობას",- განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press