პოლონეთი ბელარუსის საზღვართან 10 000 ჯარისკაცის განთავსებას გეგმავს. აღნიშნული ინფორმაცია ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა პოლონეთის ეროვნულ რადიოსთან მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა.
როგორც თავდაცვის მინისტრი აღნიშნავს, 4 000 სამხედრო მესაზღვრეებს აღმოუჩენს მხარდაჭერას, 6 000 კი, რეზერვში დარჩება.
მისივე თქმით, ბელარუსის ძალების ბოლოდროინდელი მოქმედებები არის მორიგი პროვოკაცია, რომელიც რუსეთის ინტერესებთან თანხვედრაშია.
"ჩვენ ჯარს მივუახლოებთ ბელარუსის საზღვარს, რათა აგრესორი შეშინდეს და ვერ გაბედოს ჩვენზე თავდასხმა", - განაცხადა მარიუშ ბლაშჩაკმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press