მწერალთა სახლში, როგორც იქნა, "დაბრუნდება" საქ სსრ მწერალთა კავშირის სული, "ქართულმა ოცნებამ" ახალი ოფის-შტაბი მიამატა თავის პარტიულ ოფისებს, - ასე ეხმაურება მწერალი ლაშა ბუღაძე საქართველოს მწერალთა სახლის ხელმძღვანელად ქეთევან დუმბაძის დანიშვნას.
მისი თქმით, იქამდე, სანამ "ქართული ოცნება" იქნება ხელისუფლებაში, "ქვეყნის და სახელოვნებო სფეროთა დეგრადაცია გაგრძელდება".
"მწერალთა სახლში, როგორც იქნა, "დაბრუნდება" საქ სსრ მწერალთა კავშირის სული... "ქართულმა ოცნებამ" ახალი ოფის-შტაბი მიამატა თავის პარტიულ ოფისებს.
ვიდრე "ოცნება" იქნება ხელისუფლებაში, ქვეყნის და სახელოვნებო სფეროთა ეროზია-დეგრადაცია გაგრძელდება... თ. წულუკიანი, რომელიც ყველაზე უვარგისი და დესტრუქციული მმართველია, ვინც კი ამ სფეროში ყოფილა, მწერალთაკავშირული რესენტიმენტებით ცდილობს "ბუნებაზე, ყვავილებზე და ჩიტებზე" "პოსტების" მდებებისა და ლექსების მკეთებელი აპოლიტიკური "კულტურის მუშაკების" გულის მოგებას...
რომელიმე რუსულ კანონ 2-ს, ალბათ, უკვე ტაშისკვრით მიიღებენ მწერალთა სახლის დარბაზში, როგორც ეს "ძველ და საყვარელ" საბჭოთა მამების და ადრე თუ გვიან-შევარდნაძეულ ეპოქაში ხდებოდა. გილოცავთ, ამხანაგებო!", - წერს ბუღაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, საქართველოს მწერალთა სახლს ქეთევან დუმბაძე 4 სექტემბრიდან უხელმძღვანელებს.
კულტურის მინისტრის შესაბამისი ბრძანება უკვე გამოიცა.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press