კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, მწერალთა სახლი შინაარსობრივად და სულისკვეთებით კვლავ მწერალთა კავშირის საბჭოთა პოზიციებს დაუბრუნდა, - ასე ეხმაურება პოეტი რატი ამაღლობელი მწერალთა სახლის ხელმძღვანელად ქეთევან დუმბაძის დანიშვნას.
მისივე თქმით, ცალ-ცალკე ინსტიტუტების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დაცალკევებას გამოიწვევს, აქედან გამომდინარე ის აღნიშნავს, რომ საჭიროა, ძირეული ცვლილებები, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიკარგება არა მხოლოდ დამოუკიდებელი ინსტიტუციები, არამედ მთლიანად საქართველო.
"ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მიტაცებულია, ყველგან ვიწრო პარტიულმა ინტერესმა ჩაანაცვლა აქამდე არსებული ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი. კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, მწერალთა სახლი შინაარსობრივად და სულისკვეთებით კვლავ მწერალთა კავშირის საბჭოთა პოზიციებს დაუბრუნდა.
ვფიქრობ, დღეს ცალ-ცალკე ინსტიტუტების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა კიდევ უფრო დაგვაცალკევებს. გამოსავალი ამ 12-წლიანი ერთპარტიული მონოპოლიის შეცვლა იქნებოდა. ძირეული ცვლილებების გარეშე არათუ დამოუკიდებელი ინსტიტუციებს, არამედ მთლიანად საქართველოს, როგორც სახელმწიფოსაც დავკარგავთ. უფრო მეტი ძალისხმევით უნდა ვისაუბროთ ახალ ალტერნატივებზე კულტურაში, განათლებაში, ეკონომიკაში.
შევქმნათ ახალი დღის წესრიგი, ახალი გაერთიანებები, სადაც საკუთარ თავს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მკაფიოდ დაინახავენ. ასეთი გაერთიანებებისაა მომავალი", - წერს ამაღლობელი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, საქართველოს მწერალთა სახლს ქეთევან დუმბაძე 4 სექტემბრიდან უხელმძღვანელებს.
კულტურის მინისტრის შესაბამისი ბრძანება უკვე გამოიცა.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press