ვლადიმერ პუტინთან შესაძლო შეხვედრის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა მიიღოს, - ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი მეთიუ მილერი, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ინიციატივას.
მეთიუ მილერის თქმით, როდესაც საკითხი უკრაინის მომავალს ეხება, გადაწყვეტილება, პირველ რიგში, კიევმა უნდა მიიღოს.
მუჰამედ ბინ ზაიდმა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები დუბაიში, კლიმატის კონფერენციაზე მიიწვია და მათ პირისპირ შეხვედრა შესთავაზა.
შეგახსენებთ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც საოკუპაციო ჯარი უკრაინის მთელ ტერიტორიას დატოვებს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press