უკრაინის ოლიგარქთა რეესტრში ჯერ არცერთი სახელი არ არის შეტანილი, - ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოლიგარქთა სიაში შესაყვანი კანდიდატების სია, რომელიც გასულ წელს 86 სახელს ითვლიდა, აღნიშნული პირების შემდგომი შემოწმების შედეგად შემცირდა.
„დღეის მდგომარეობით, ოლიგარქთა რეესტრში არცერთი ადამიანი არ არის შეყვანილი. გარკვეული პირების [ოლიგარქთა რეესტრში] შეყვანა საპასუხისმგებლო საქმეა, ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს.
მაგრამ ჩვენ საომარ მდგომარეობაში ვართ და დღეს ძალიან რთულია იმის გაგება, თუ რა დაემართა გარკვეულ აქტივებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა. რა ელოდება ამა თუ იმ აქტივს, რომელიც დაბომბვის ქვეშაა“, - განაცხადა დანილოვმა
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press