უკრაინული ძალების განკარგულებაში არსებული იარაღის რაოდენობის გათვალისწინებით, უკრაინას არ შეუძლია ომში ბალანსის შეცვლა. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.
მისივე თქმით, პარტნიორების წყალობით უკრაინას ახლა ბევრად უფრო თანამედროვე სამხედრო პოტენციალი აქვს, ვიდრე რუსეთს, თუმცა, მისი თქმით, ეს საკმარისი არ არის.
„კითხვა შემდეგია: აქვს თუ არა უკრაინას საკმარისი რაოდენობის იარაღი, რომ შეცვალოს ომში ბალანსი? პასუხი ალბათ უარყოფითია. მათ ალბათ არ აქვთ საკმარისი იარაღი. ჩვენ ეს ვიცით, რადგან ახლა ისინი არ არიან იმ მდგომარეობაში, რომ განახორციელონ ძალიან გადამწყვეტი კონტრშეტევა რუსი სამხედროების წინააღმდეგ. მოკლედ, მათ მეტი დახმარება სჭირდებათ“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press