შოვის სტიქიის შედეგად დაღუპული კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - სტიქიის მსხვერპლთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. ამის შესახებ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.
როგორც მღებრიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, აღმოჩენილია ცხედრის ფრაგმენტიც.
"ამ დროისთვის სტატისტიკა შეცვლილია, აღმოჩენილია ცხედარი რიონის კალაპოტში. ამ დროისთვის მიმდინარეობს ცხედრის ამოსვენების ღონისძიება. გარდა ამისა, ნაპოვნია ადამიანის სხეულის ქვედა კიდური. მიმდინარეობს აქტიური სამძებრო სამუშაოები. ცხედარი სტიქიის ეპიცენტრიდან 20 კილომეტრის მოშორებით იპოვეს. ქვედა კიდური კი, ნანახია 24 კილომეტრის მოშორებით",- განაცხადა მღებრიშვილმა.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press