მე იქ ვიყავი და ვერ დავინახეთ ჩვენ, რომ რამე წინაპირობა ყოფილიყო მეწყრის,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, მომხდართაან დაკავშირებით გამოძიება ობიექტურად უნდა ჩატარდეს.
"რა თქმა უნდა, როდესაც გამოძიება ეხება ქვეყნის ტრაგედიას, ეს დღე იქცა ქვეყნის ტრაგედიად, რომელიც ისტორიას დაამახსოვრდება და რა თქმა უნდა, ყველა პროცესი უნდა წარიმართოს მაქსიმალურად ობიექტურად. ეს ცალსახაა. რაც შეეხება წინაპირობას, მე იქ ეს შეგრძნება არ დამრჩენია, რომ რამე წინაპირობა არსებობდა ამ მეწყრის",- განაცხადა ბურჭულაძემ.
შეგახსენებთ, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კურორტ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, სტიქიურ უბედურებას 22 ადამიანი ემსხვერპლა. 16 დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press