მოსკოვის დასავლეთ ნაწილში, კარამიშევსკაიას სანაპიროზე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC-ის რუსულენოვანი სამსახური მოსკოვის მერზე, სერგეი სობიანინზე დაყრდნობით ავრცელებს.
მერის განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ნამსხვრევების ჩამოვარდნისას არავინ დაშავებულა. სერიოზული დაზიანებები არ არის. ადგილზე მუშაობენ სასწრაფო სამსახურები“,- დაწერა სობიანინმა Telegram-ზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დეპარტამენტის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატი რადიოელექტრონული სიგნალის დამხშობი ხელსაწყოებით ტყის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს.
Telegram-ზე თვითმხილველებზე დაყრდნობით ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქება მოხდა კრასნოგოროვკასთანაც, რომელიც მოსკოვის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press