Foto

„დაგეგმილია საცურაო კომპლექსის აღდგენა“ - „ლაგუნა ვერეს“ ახალი მფლობელი კომპანია განცხადებას ავრცელებს

კომპანია "ნეო სითი დეველოპმენტი", რომელმაც "ლაგუნა ვერე" შეისყიდა განცხადებას ავრცელებს.

კომპანიის განცხადებას „ფორმულა“ ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ დაგეგმილია საცურაო კომპლექს ლაგუნას აღდგენა და მისთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციის დაბრუნება.

"დაგეგმილია საცურაო კომპლექს ლაგუნას აღდგენა და მისთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციის აღდგენა. სამუშაოები  დაიწყება შესაბამისი კვლევების მომზადებისა და სანებართვო დოკუმენტაციის აღების შემდგომ და დასრულდება მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობის დასრულებასთან ერთად.

კომპანია წარმოადგენს ლაგუნა ვერეს განვითარების პროექტს. ქალაქს ექნება ევროპული სტანდარტების სპორტული კომპლექსი, რომლის ისტორიაც 1978 წელს იწყება. აუზი მისი გამორჩეული დიზაინითა და არქიტექტურით ცურვის მოყვარულებსა და პროფესიონალებს მაღალი სტანდარტის უნიკალურ სივრცეს შესთავაზებს. 70-იანი წლების თბილისის მოდერნიზმის გამორჩეული ნიმუში დაიბრუნებს პირველსახეს", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ცნობისთვის, "ლაგუნა ვერესა" და შპს "ნეო სითი დეველოპმენტს" შორის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება 7 აგვისტოს გაფორმდა. ტრანზაქციის დასრულების შემდგომ, ლაგუნა ვერე კომპანიის მფლობელობაში გადავა.

10 აგვისტოს ირაკლი აბესაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ლაგუნა ვერე" "ქართუ ფონდმა" გაყიდა.