ბათუმის საქალაქო სასამართლომ, რუსეთის მოქალაქეების კრუიზის წინააღმდეგ, ბათუმში, 31 ივლისის აქციაზე დაკავებული პირების საქმე განიხილა.
მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ყველა მათგანი 166-173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის გამო სამართალდამრღვევად ცნო და განუსაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
დაკავებულთა შორის მხოლოდ ერთ პიროვნებაზე შეწყდა საქმის წარმოება და ყველაზე დიდი, 3 500-ლარიანი ჯარიმა ბექა გრიგორიადისს დაეკისრა.
შეგახსენებთ, სოჭიდან გამოსული საკრუიზო ლაინერი ASTORIA GRANDE ბათუმის პორტში ორჯერ - 27 და 31 ივლისს შევიდა. ორივე შემთხვევაში, გემმა ნავსადგური საქართველოს ჰიმნისა და საპროტესტო შეძახილების ფონზე, დროზე ადრე დატოვა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press