Foto

ლუკაშენკო - ევროკავშირის ქვეყნები ჩვენი მეზობლები არიან და მათთან ურთიერთობა არ უნდა დაიკარგოს

ევროკავშირის ქვეყნები ჩვენი მეზობლები არიან და მათთან ურთიერთობა არ უნდა დაიკარგოს  - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.

მისივე განცხადებით, პოლონელებთან საუბარია საჭირო და აღნიშნა, რომ მან პრემიერ-მინისტრს დაავალა დაუკავშირდეს მეზობელი ქვეყნის ხელმძღვანელებს.

"უნდა ვესაუბროთ პოლონელებს. მე დავავალე პრემიერს, რომ დაუკავშირდეს მათ. თუ უნდათ, ვისაუბროთ, გავაუმჯობესოთ ურთიერთობები. ჩვენ მეზობლები ვართ, მეზობლებს არ ირჩევენ, ისინი ღვთისგან არიან", - განაცხადა ლუკაშენკომ.