თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღან შოვში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა.
ერდოღანმა მისი და თურქი ხალხის სახელით ღრმა მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო და გარდაცვლილთა ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.
"დიდი მწუხარებით შევიტყვე საქართველოში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ბევრი ადამიანის გარდაცვალებისა და დაშავების შესახებ. ჩემი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ თქვენს აღმატებულებას, მეგობარ და მეზობელ ქართველ ხალხსა და გარდაცვლილთა ახლობლებს", - ამბობს ერდოღანი.
შეგახსენებთ, რომ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.
ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა, ხოლო მაშველები 9 ადამიანს ისევ ეძებენ.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press