Foto

რუსეთის თავდაცვის განცხადებით, ყირიმის თავზე 20 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

დღეს ღამით კიევის რეჟიმს ჰქონდა ტერორისტული თავდასხმის მცდელობა 20 უპილოტო საფრენი აპარატით ყირიმის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების მტკიცებით, 14 დრონი რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო, ხოლო 6 ელექტრონულად ჩაახშეს.

"დღეს ღამით კიევის რეჟიმს ჰქონდა ტერორისტული თავდასხმის მცდელობა 20 უპილოტო საფრენი აპარატით ყირიმის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე, რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია, ასევე არანაირი დაზიანება", - ნათქვამია განცხადებაში.