სულ უფრო ხმამაღლა ისმის მოწოდებები მოლაპარაკებების დაწყებისკენ, უკრაინა ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს მოწოდებები ჩაახშოს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინას წინ რთული პოლიტიკური სეზონი ელოდება, მაგრამ მას სწამს, რომ უკრაინა შეძლებს და ყველა ფრონტზე გაიმარჯვებს.
„წინ რთული პოლიტიკური სეზონი გველოდება. ყველა ფრონტზე აუცილებლად გავიმარჯვებთ, მაგრამ ეს შემოდგომა მძიმე იქნება. წინ გველის არაერთი საერთაშორისო სამიტი, რომლებზეც უკრაინას სჭირდება რაოდენობრივი და ხარისხობრივი წარმომადგენლობა მთელი მსოფლიოდან, და არა მხოლოდ ევროპიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან. ვხედავთ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე ისმის ხმები, რომ საჭიროა მოლაპარაკებები. ამას ამბობენ არა საჯარო პირები, თუმცა ეს მოწოდებები მაინც სულ უფრო ხმამაღლა ისმის. საერთაშორისო სამართლისა და სისხლის სამართლის კანონმდებლობის ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ეს ხმები ჩავახშოთ“, - განაცხადა კულებამ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press