შოვში, გვიან ღამით, მდინარე ბუბის კალაპოტში ქვათა ცვენა დაფიქსირდა და ცუდი ხილვადობის გამო სამუშაოები შეწყდა, დღეს დილით კი განახლდა, - ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ განაცხადა.
სტიქიის ზონაში კლდოვანი მასის ჩამოშლის შედეგად არავინ დაშავებულა.
"24 ადამიანია ამოყვანილი და ვეძებთ 9 დაკარგულ პიროვნებას. ამას გარდა, გაიზარდა, რა თქმა უნდა, არეალი, სამძებრო სამუშაოების. დილიდან კვლავ განახლდა მძიმე ტექნიკის მუშაობა. გუშინ, გვიან ღამით დაფიქსირდა მდინარე ბუბის კალაპოტში ქვათა ცვენის ფაქტი. ეს დამახასიათებელია, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ასეთი დიდი მასშტაბის სტიქიების შემდგომ. ვინაიდან, ცუდი ხილვადობა იყო გვიან ღამით, მოხდა სამუშაოების შეჩერება დილამდე. დილით უკვე გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ვერტმფრენით და დრონებით დათვალიერებული იქნა ეს ხეობა და მნიშვნელოვანი ქვათა ცვენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, დილითვე უკვე განახლდა საძიებო სამუშაოები", - განაცხადა მარგველიძემ.
შეგახსენებთ, რომ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა, ხოლო მაშველები 9 ადამიანს ისევ ეძებენ.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press