Foto

კირბი - აშშ მზად არის, თავის ტერიტორიაზე უკრაინელი პილოტები F-16-ის თვითმფრინავებისთვის მოამზადოს

აშშ მზად არის, თავის ტერიტორიაზე უკრაინელი პილოტები F-16-ის თვითმფრინავებისთვის მოამზადოს, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

მისივე თქმით,  აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა G7-ის სამიტზე მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს F-16 მოიერიშე თვითმფრინავების უკრაინისთვის მიწოდებას.

„ჩვენი ევროპელი მოკავშირეები, როგორც ვთქვი, ხელმძღვანელობენ ამ ძალისხმევას. მაგრამ თუ ევროპაში მომზადების შესაძლებლობები მიღწეული იქნება, ჩვენ, რა თქმა უნდა, ღია ვართ უკრაინელი მფრინავების მომზადებისთვის აქ, აშშ-ში“, - განაცხადა კირბიმ.