გარემოს ეროვნული სააგენტო მდინარე ბუბის კალაპოტში გუშინ, გვიან ღამით, განვითარებულ ქვათაცვენის ფაქტს გამოეხმაურა.
სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მდინარე ბუბისწყლის კალაპოტში მიმდინარეობს სტიქიის თანმდევი პროცესები, რომლებიც ამ ეტაპზე საფრთხის შემცველი არ არის.
"ადგილზე ვითარებას გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები გაეცნენ. აღსანიშნავია, რომ მდ. ბუბისწყლის კალაპოტში მიმდინარეობს სტიქიის თანმდევი პროცესები. მასშტაბური სტიქიების შემდეგ, ასეთი მოვლენები მოსალოდნელი ფაქტია. ამ ეტაპზე, აღნიშნული პროცესები საფრთხის შემცველი არ არის", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ღამით შოვში, სტიქიის ზონაში ქვათაცვენის გამო სამაშველო სამუშაოები დროებით შეწყდა
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
ნანუკა ჟორჟოლიანის ცნობით, "ნანუკას ფონდმა...
Mana press