Foto

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი - პოლონეთის ჯარები სხვადასხვა სცენარისთვის მზად არიან

ეჭვი არ მეპარება, რომ ბელარუსის საზღვარზე პროვოკაციები განმეორდება, მაგრამ ჯარები მზად არიან სხვადასხვა სცენარისთვის, - ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტრო მუდმივად აკონტროლებს სიტუაციას და პოლონელების უსაფრთხოების გასაძლიერებლად ყველაფერს აკეთებს.

„ჩვენი პოზიცია ნათელია. ნატო და მოკავშირეები მზად არიან, დაუყოვნებლივ უპასუხონ ნებისმიერ აგრესიას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.