არცერთი დღე არ გადის ისე, რომ რუსულმა ბოროტებამ ჩვენგან სამართლიანი პასუხი არ მიიღოს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, უკრაინა გამარჯვებასა და სამართლიანობის აღდგენას უახლოვდება.
„ჩვენი მეომრები სამაგიეროს უხდიან ოკუპანტების ტერორს. არ გადის არცერთი დღე, რომ რუსულმა ბოროტებამ არ მიიღოს ჩვენი სრულიად სამართლიანი საპასუხო მოქმედება. ყველა განადგურებული ოკუპანტი, დამწვარი რუსული ტექნიკა, ცეცხლი მათ შტაბსა და საწყობებში, ქერჩის ხიდზე გაჩენილი კვამლი და სხვა - ეს ყველაფერი მოწმობს, რომ რუსეთის არცერთ დანაშაულს უპასუხოდ არ დავტოვებთ.
თითოეულ ჩვენს მეომარს, ვინც იმყოფება ფრონტის ხაზზე და მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ ხარკოვიდან ხერსონამდე, თითოეულ ჩვენს მეომარს აქვს შესაძლებლობა, სამართლიანობა დაამყაროს უკრაინაში. უკრაინა უახლოვდება სამართლიანობას, უახლოვდება გამარჯვებას. რუსი მკვლელები ჩვენს მიწაზე უახლოვდებიან განადგურებას", - განაცხადა ზელენსკიმ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press