არის უამრავი სპეკულაცია, რომ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა მეტი ადამიანის გადარჩენა, რაც არის უბრალოდ ძალიან მძიმე სპეკულაცია,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც კობახიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად აღნიშნა, შოვში დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში, მეტი ადამიანის გადარჩენა შეუძლებელი იყო.
"ვისაც უნახავს ადგილზე ის ლოკაცია, სადაც მოხდა სტიქია, ვინც ადგილზე გაეცნო ვითარებას, ყველა აბსოლუტურად დამეთანხმება, რომ იქ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში, მეტი ადამიანის გადარჩენა იყო უბრალოდ შეუძლებელი ერთი მარტივი მიზეზის გამო - იყო მყისიერი სტიქია და ღვარცოფის მასა წამოვიდა მყისიერად, ძალიან დიდი სიჩქარით. აქედან გამომდინარე, ვინც სამწუხაროდ, მოჰყვა ღვარცოფის მასაში, მას არ ჰქონდა გადარჩენის არავითარი შანსი",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, კურორტ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიას 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაშველები 9 დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press