ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირე თეორიული შანსი, აქ ვართ, ვმუშაობთ და ვაკეთებთ ყველაფერს, რაც გასაკეთებელია ადამიანისა და ტექნიკის შესაძლებლობების ფარგლებში,- ამის შესახებ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა შოვში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მღებრიშვილმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, სტიქიის ეპიცენტრის ძირითადი ნაწილი გადამუშავებულია და შესამოწმებელია, დაახლოებით, 25-26%.
"ინტენსიურად მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები. გუშინ, გვიან ღამემდე მიმდინარეობდა ოპერატიული თათბირი - მინისტრი ატარებდა თათბირს. ამ დილითაც გაგრძელდა თათბირი, სადაც მივიღეთ მინისტრისგან დავალებები, თუ რა კონკრეტულ ღონისძიებებზე უნდა გადავიტანოთ აქცენტი. მიმდინარეობს ამბროლაურამდე 18 სექტორად დაყოფილ რიონის კალაპოტში საძიებო სამუშაოები.
ეპიცენტრში დღეს ნანახი იქნა ავტომანქანა, რომელშიც ჩვენი ინფორმაციით, იმყოფებოდა 3 ადამიანი და ამ დროისთვის კონკრეტულ ლოკაციებზე მიდის სამუშაოები. სტიქიის ეპიცენტრის ძირითადი ნაწილი გადამუშავებულია, შემოწმებულია, დაარჩენილია, დაახლოებით, 25-26%, რომელსაც ვფიქრობთ, რომ ორი დღის განმავლობაში სრულად გადავამოწმებთ. ამის შემდეგ გვაქვს გარკვეული მოსაზრებები ანალიზის საფუძველზე. არავითარ შემთხვევაში მუშაობა არ წყდება. დღეს იქნება კიდევ ერთი შეხვედრა მინისტრთან",- განაცხადა მღებრიშვილმა.
შეგახსენებთ, კურორტ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიას 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაშველები 9 დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press