ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 200 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, დახმარება ითვალისწინებს საბრძოლო მასალებს საზენიტო თავდაცვის სისტემებისთვის, საარტილერიო ჭურვებს, ტანკსაწინააღმდეგო და განაღმვის საშუალებებს.
დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს:
დამატებითი საბრძოლო მასალა Patriot HIMARS სისტემებისთვის, 155 მმ და 105 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვები, ასევე 120 მმ სატანკო საბრძოლო მასალა; TOW რაკეტები, Javelin ტანკსაწინააღმდეგო სისტემები და სხვა; 37 ტაქტიკური მანქანა ტექნიკის გადასატანად, 58 მისაბმელი წყლის ტექნიკისთვის; 12 მილიონზე მეტი ვაზნა მცირე ზომის იარაღისთვის; დანაღმვის მოწყობილობები და სისტემები, ჭურვები დაბრკოლებების გასაწმენდად და სათადარიგო ნაწილები აღჭურვილობის შესაკეთებლად.
“უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა გაგრძელდება მანამ, სანამ რუსეთი არ დაასრულებს ომს უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანით და სასტიკი თავდასხმების შეწყვეტით”, - განაცხადა ბლინკენმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press