რუსეთის ფედერაციაში შემავალ დაღესტნის რესპუბლიკის დედაქალაქ მაჰაჩყალაში, ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა, რასაც 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული სამთავრობო გამოცემა "რია ნოვოსტი" დაღესტნის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაღუპულთა შორის 3 ბავშვია.
შემთხვევის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 70-ს აჭარბებს. სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილია 65 ადამიანი, მათ შორის არის 11 ბავშვი.
როგორც "რია ნოვოსტი" წერს, აფეთქების შედეგად დაშავებულებს, საგანგებო სიტუაციების სამსახურის სპეციალური თვითმფრინავით, მოსკოვის საავადმყოფოებში გადაიყვანენ. დაჭრილების სამედიცინო დახმარების ორგანიზებისთვის კი, დაღესტანში რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ვიქტორ ფისენკო ჩაფრინდა.
აფეთქების შედეგად ცეცხლი 500 კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. დაღესტანში 15 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press