ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 90% გადამოწმებულია. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე მდინარეების - რიონის და ჭანჭახის კალაპოტებში.
"ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მეხანძრე-მაშველები სამძებრო სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე, მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
ცნობისთვის, სტიქიური უბედურება შოვში 3 აგვისტოს მოხდა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიას 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 8 პირთან დაკავშირებით სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press