რიკოთის მაგისტრალური გზის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების 86% შესრულებულია. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
გზების დეპარტამენტის ცნობით, პროექტით გათვალისწინებული გვირაბებისა და ხიდების უმრავლესობა უკვე აშენებულია.
"რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის პროექტით გათვალისწინებული 51 გვირაბიდან, 45 გვირაბი უკვე გაჭრილია; პროექტით დაგეგმილი 97 ხიდიდან, 81 ხიდი უკვე აშენებულია. ამასთან, 12 გვირაბით და 22 დასრულებული ხიდით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს.
ამ დროისთვის, რიკოთის მაგისტრალური გზის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების 86% შესრულებულია",- ნათქვამია დეპარტამენტის ინფორმაციაში.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press