რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ რუსეთი, "ჰუმანიტარული მიზეზების" გამო, უკრაინაში კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებისგან თავს იკავებს, თუმცა "ეს გადაწყვეტილება შეიძლება გადაიხედოს“.
როგორც შოიგუმ მოსკოვის XI საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები ადრე კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებას სამხედრო დანაშაულს უწოდებდა, დღეს კი, "ამ დანაშაულს უკრაინაში სჩადის".
"უკრაინის სამხედრო რესურსი თითქმის ამოწურულია და სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ აჩვენა, რომ დღეს, ბრძოლის ველზე რუსული იარაღისთვის ხელშეუხებელი აღარაფერია",- თქვა შოიგუმ.
მისივე თქმით, რუსეთს არა მხოლოდ უკრაინა, არამედ კოლექტიური დასავლეთი ებრძვის.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press