რუსეთის ფედერაციაში, დაღესტნის რესპუბლიკის დედაქალაქ მაჰაჩყალაში, ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული სამთავრობო გამოცემა "რია ნოვოსტი" დაღესტნის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, სამედიცინო დაწესებულებაში 63 ადამიანია გადაყვანილი, მათ შორის 16 ბავშვია. დაშავებულთაგან 11 პირის, მათ შორის 2 მოზარდის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც "რია ნოვოსტი" წერს, თითოეული დაღუპულის ოჯახი სახელმწიფოსგან მილიონ რუბლს მიიღებს.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. დაღესტანში 15 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
შეგახსენებთ, მაჰაჩყალაში ბეზნინგასამართი სადგური გუშინ, 14 აგვისტოს სააღამოს საათებში აფეთქდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქებას წინ უძღოდა ავტოსერვისში ცეცხლის გაჩენა, საიდანაც ხანძარი ბენზინგასამართ სადგურზე გავრცელდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press