ამერიკის შეერთებული შტატებისა და იაპონიის ლიდერებთან ერთად 18 აგვისტოს დაგეგმილი სამიტი ქვეყნების სამმხრივ ურთიერთობაში საკვანძო მნიშვნელობის მოვლენა იქნება, - ამის შესახებ სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა იაპონიის მიერ კორეის 1910-1945 წლების ოკუპაციის დასრულების 78-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, დაგეგმილ სამიტზე სამხრეთ კორეა აშშ-სა და იაპონიის ლიდერებთან ერთად, ჩრდილოეთ კორეის განვითარებადი ბირთვული და სარაკეტო საფრთხეების ფონზე, სამმხრივ თანამშრომლობაში ახალ ეტაპს შექმნის.
"სამიტი დაადგენს ახალ ეტაპს სამმხრივ თანამშრომლობაში, რომელიც ხელს შეუწყობს მშვიდობასა და კეთილდღეობას კორეის ნახევარკუნძულზე და წყნარი ოკეანის რეგიონში", - განაცხადა იუნ სუკ იოლმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press