ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლება მსხვერპლთა რაოდენობის ზრდას არ გამორიცხავს, რადგან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები სტიქიური უბედურების დროს დაკარგულ 20 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.
„კიდევ 20 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, მაგრამ რაც დრო გადის, ჩვენ ვკარგავთ იმედს, რომ ისინი ცოცხლები იქნებიან“, - განაცხადა შტატის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს წარმომადგენელმა, პრავინ ბჰარდვაჯმა.
შეგახსენებთ, ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში მეწყერი გუშინ, 14 აგვისტოს ჩამოწვა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press