Foto

იაპონიას ტროპიკული შტორმი „ლანი“ დაატყდა თავს - მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

იაპონიას ტროპიკული შტორმი „ლანი“ დაატყდა თავს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, იაპონიაში თითქმის 900 ფრენა გაუქმდა, ამასთან ერთად, სტიქიის გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო და ათიათასობით პირი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

კიოტოში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო. ზიანი მიადგა ასევე კანსაის, ჩუგოკუსა და შიკოკუს რეგიონებს. 

ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს მოსალოდნელი მეწყერისა და წყალდიდობის შესახებ აფრთხილებს.