სიონის ტბაში 15 წლის მოზარდს ეძებენ. აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაადასტურეს.
როგორც უწყებაში ამბობენ, მოზარდის წყალში გაუჩინარების შესახებ შეტყობინებაა შესული.
"ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები და გარდა ამისა, სიონისკენ მიემართებიან განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი ბაზიდან მყვინთავები",- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
სიონის ტბაში 15 წლის ბიჭის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად "ლელო საქართველოსთვის" წარმომადგენელმა, ნიკა ჩერქეზიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
"15 წლის ბიჭი დაიხრჩო სიონის ტბაზე. შემთხვევიდან, დაახლოებით, 20-25 წუთში მოვიდა პოლიცია და სასწრაფო დახმარება. უფრო მეტს თბილისიდან ელოდებიან ახლა. თიანეთში მეტი არაფერი შეუძლია სამაშველოს. ადგილზე, სადაც უამრავი ადამიანია, მაშველები არ ჰყავთ!"- დაწერა ჩერქეზიშვილმა "ფეისბუქის" გვერდზე.
ბაზისბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებ...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრ...
„ავერსი“ კიდევ ერთხელ იმსახურებს &b...
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა ...
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
Mana press