შვედეთი უკრაინისთვის ახალ, 314 მილიონ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის მინისტრზე დაყრდნობით გამოცემა Reuters ავრცელებს.
დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს საბრძოლო მასალას, სათადარიგო ნაწილებს Stridsfordon 90 და Archer სისტემებისთვის, ასევე სატვირთო მანქანებსა და ნაღმების გაწმენდის აღჭურვილობას.
„ჩვენ უნდა მოვემზადოთ, რომ ეს შეიძლება იყოს ხანგრძლივი ომი... ჩვენ ასევე გვაქვს გრძელვადიანი პერსპექტივა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ პლატფორმებს, რომლებსაც უკრაინაში ვაგზავნით გრძელვადიანი ფორმით“, - თქვა პალ ჯონსონმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press