ბაზისბანკის მხარდაჭერით, საქართველოს უნივერსიტეტში, მოსწავლეთა შორის STEM-ის ეროვნული შეჯიბრის ფინალი გაიმართა, რომლის მიზანს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენდა.
STEM-ის ეროვნულ შეჯიბრში გამარჯვებული პირველი სამი გუნდის წევრები და მათი ხელმძღვანელები, ბაზისბანკის კონტრიბუციით, დაჯილდოვდნენ ჟენევაში მოგზაურობითა და მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია CERN-ში ვიზიტით.
შეჯიბრის გამარჯვებულებს შესაძლებლობა მიეცათ ადგილზე დაეთვალიერებინათ CERN-ის მუზეუმის კაბინეტ-ლაბორატორიები და ქალაქ ჟენევის ღირსშესანიშნაობები.
„ბაზისბანკი აქტიურად არის ჩართული მომავალი მეცნიერების, ტექნოლოგებისა თუ ინჟინრების პროფესიული განვითარების ხელშემწყობ პროექტებში და მოხარული ვარ, რომ ჩვენი მხარდაჭერით STEM-ის ეროვნულ შეჯიბრში გამარჯვებულები ეწვივნენ CERN-ს, პირადად გაეცნენ სამუშაო პროცესს და დაათვალიერეს ორგანიზაციის მუზეუმი. როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, მომავალშიც გავაგრძელებთ ახალგაზრდა თაობის განათლებისა და ინოვაციური აქტივობების მხარდაჭერას“, - აცხადებს ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press