ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კონგრესს მოუწოდებს, უკრაინისთვის დამატებით $24,1 მილიარდის გამოყოფასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მოთხოვნას მხარი დაუყოვნებლივ დაუჭიროს.
როგორც ბლინკენმა 15 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აშშ-ისა და მოკავშირეების დახმარებამ უკრაინას საშუალება უნდა მისცეს, მომავლისთვის იბრძოლოს.
"გასულ კვირაში ჯო ბაიდენმა მოითხოვა 24,1 მილიარდი დოლარი უკრაინის უსაფრთხოების, ეკონომიკის, ჰუმანიტარული საჭიროებების მხარდაჭერის გასაგრძელებლად, ისევე, როგორც სხვა ქვეყნების, რომლებიც განიცდიან ამ ომის შედეგებს.
ჩვენმა ძალისხმევამ და რესურსებმა ისევე, როგორც მოკავშირეებისა და პარტნიორების დახმარებამ, საშუალება უნდა მისცეს უკრაინელებს, რომ იბრძოლონ სიცოცხლისთვის, თავისუფლებისა და მომავლისთვის. მოვუწოდებ კონგრესს, დაუყოვნებლივ დაუჭიროს მხარი დამატებითი დაფინანსების გამოყოფის მოთხოვნას", - განაცხადა ბლინკენმა.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press