რუსი ოკუპანტები ოდესის ოლქს დაესხნენ თავს. როგორც უკრაინული მედია ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით იტყობინება, რუსეთის მთავარი სამიზნე ოდესის სამხრეთით მდებარე პორტი და მარცვლეულის საცავები იყო.
კიპერის განცხადებით, დრონებით თავდასხმა ორჯერ განხორციელდა.
"მთავარი სამიზნე რეგიონის სამხრეთით მდებარე პორტი და მარცვლეულის ინფრასტრუქტურაა. დუნაის ერთ-ერთ პორტზე მტრის დარტყმის შედეგად დაზიანდა საწყობები და მარცვლეულის საცავები. გაჩენილი ხანძარი სასწრაფო დახმარების სახელმწიფო სამსახურმა სწრაფად ჩააქრო",- ამბობს კიპერი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press