ოდესის პორტიდან სამოქალაქო გემებისთვის შექმნილი დერეფნით პირველი გემი გავიდა. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა განაცხადა.
კუბრაკოვის თქმით, გემი ოდესის პორტში 2022 წლის 23 თებერვლიდან იმყოფებოდა, ახლა კი, ბოსფორისკენ მიემართება.
„საკონტეინერო გემმა JOSEPH SCHULTE (ჰონკონგი) დატოვა ოდესის პორტი და მოძრაობს სამოქალაქო გემებისთვის შექმნილი დროებითი დერეფნით",- წერს კუბრაკოვი სოციალურ ქსელში.
ინფრასტრუქტურის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ გემს 30 000 ტონაზე მეტი ტვირთი, მათ შორის საკვები პროდუქტები გადააქვს.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც რუსეთმა "მარცვლეულის შეთანხმება" შეაჩერა, უკრაინამ შავ ზღვაში მარცვლეულის გადამზიდი ხომალდებისთვის დროებითი ჰუმანიტარული დერეფანი გახსნა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press